ფეხბურთი

17:57 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი თბილისის "ლოკომოტივშია"

ზურაბ ხიზანიშვილი თბილისის "ლოკომოტივში" მუშაობს, კერძოდ, მთავარი გუნდის სამწვრთნელო შტაბშია - გიორგი დევდარიანის თანაშემწედ. ხიზანიშვილი გუნდს ბათუმშიც ახლდა, სადაც "ლოკომ" 0:1 წააგო "დინამოსთან".

ზურამ ორიოდე თვის წინ დაასრულა საფეხბურთო კარიერა და აღარ ჩამოვთვლით, თუ რა კლუბებში აქვს ნათამაშევი. მხოლოდ "გლაზგო რეინჯერსი", "ბლექბერნი" და "ნიუკასლიც" კმარა. ხიზანიშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 93 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვათა შორის, ტავიდან სწორედ "ლოკომოტივში" გახლდათ და იქიდან გადავიდა შოტლანდიურ "დანდიში". იმ დროს 19 წლისა იყო.

"ხიზანა" ერთი თვის წინ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ლიცენზირების კურსებს აბარებდა. ის A ლიცენზიას ფლობს.

შეგახსენებთ, ხიზანიშვილი ერთი თვის წინ დაინიშნა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცის, გია გეგუჩაძის ასისტენტად. ასე რომ, ზურა ორ თანამდებობაზე იმუშავებს.

0.11401