თამაშგარე

21:14 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბარ რაფაელს უნეიმარობა აშფოთებს

წარმოშობით ებრაელი, ისე კი მსოფლიოს მოქალაქე, ცნობილი მოდელი ბარ რაფაელი, როგორც იცით კატალონიის“ ბარსელონას თავგადაკლული გულშემატკივარია და იმდენი გამარჯვება და სიხარული ჩვენ - რამდენიც ამ დაშხოშიან ქალბატონს „ბროწეულების“ გამო განუცდია და უნერვიულია.

ცნობილ და ძალმოსილ კლუბებს მრავალი პოპულარული ასული რომ ქომაგობს - ეს საყოველთაო ამბავია და ბარ რაფაელიც კატალონიურ გუნდზე შეყვარებული ერთი რიგითი მოდელი იქნებოდა. მაგრამ ბარ რაფაელი რიგითი მოდელი რომ არაა? ფიცარნაგზე კოხტად გამვლელ ასულთა შორის ეს ქალი ჰაი ჰაი რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვინმეა და მის სიტყვებსაც ასი უზალთუნის ფასი ადევს.

აი ამ ცოტა ხნის წინ, რაფაელის ქალს უთქვამს, ბრაზილიელი ნეიმარის წასვლით „ბარსელონას“ არამხოლოდ კარგი ფეხბურთელი დააკლდება, არამედ საერთაშორისო მაზანდაც დაუვარდება, რადგან ხალხს ვარსკვლავებგაყიდულ გუნდებზე გული ნაკლებად მისდისო. თვითონ რომ ყოველ წელს ერთი სამოდელო სახლიდან მეორეში დახტის - ეს ხომ კარგია?...

0.165862