ფეხბურთი

23:15 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” ვერეტუტი გაიფორმა

“ფიორენტინამ” ბირმინგემის “ასტონ ვილას” ცენტრალური ნახევარმცველი ჟორდან ვერეტუტი გაიფორმა – იუწყება “იების” ოფიციალური ვებგვერდი.

24 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. “ფიორენტინას” ეს ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდა.

Fრანგი ნახევარმცველი “ასტონ ვილაში” 2015 წელს “ნანტიდან” გადავიდა, ხოლო გასულ სეზონში “სენტ-ეტიენში” გახლდათ განათხოვრებული, სადაც 43 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.111319