ფეხბურთი

22:25 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაის” თურანის დაბრუნება სურს

“გალათასარაის” კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველის არდა თურანის დამატება სურს. Football Espana–ს ცნობით, სტამბოლურ კლუბს 30 წლის ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარით დამატება უნდა.

ნახსენები წყაროს ცნობით, თურქული გრანდი მზადაა, რომ არდას ერთი სეზონის განმალობაში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს და გუნდის კაპიტნად დანიშნოს.

ცნობისთვის, თურანი “გალათასარაის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამ კლუბის მაისურით 2004-2011 წლებში ჩატარებულ 197 მატჩში 45 გოლი აქვს გატანილი. 2011 წელს არდა “ატლეტიკოში” გადავიდა, ხოლო 2015 წელს “ბარსელონას” მიაშურა, რომლის რიგებშიც 55-ჯერ ითამაშა და 15 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.

0.114799