საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია ჩემპიონატს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველმა გამოცდილი მოწინააღმდეგის დავიდ ფერერის ბარიერი ვერ დაძლია და 2:6, 6:3, 3:6 წააგო.
ფერერმა გასულ კვირაში ბასტადის ტურნირი მოიგო და კარგ ფორმაში იმყოფება. ბასილაშვილმა მართალია ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მესამე სეტში ორჯერ დაბრეიკდა და ესპანელმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ნიკოლოზი ჰამბურგიდან კიცბუელში გადაინაცვლებს, სადაც სარეიტინგო ქულები აქვს დასაცავი. ტურნირი 31 ივლისს დაიწყება. წინა წელს ავსტრიაში ბასილაშვილი ფინალში გავიდა, სადაც პაოლო ლორენცისთან დამარცხდა.