სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, სადაც დელეგატებმა ფედერაციის ახალ პრეზიდენტად ხვიჩა მაქაცარია აირჩიეს. პირველი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობებს კი აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე მეტრეველი შეასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მაქაცარია აქამდე ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციას ითავსებდა და ორგანიზაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.