“პარი სენ ჟერმენი” კატალონიის ბარსელონას ბრაზილიელ თავდამსხმელს, ნეიმარს ულტიმატუმს უყენებს. როგორც ჩანს ფრანგული კლუბი დაიღალა ბრაზილიელი მოთამაშის ლოდინით.
L’Equipe-ს ცნობით პსჟ-მ ბრაზილიელს მოთხოვა, რომ არაუგვიანეს მომავალ კვირას საბოლოო გადაწყვეტილება აცნობოს.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “პარიზელებს” ნეიმარის ტრანსფერი 393 მილიონი ევრო დაუჯდებათ - 222 მილიონი "ბლაუგრანას" ერგება, ხოლო 171 მილიონს ბრაზილიელი ხელფასის სახით მიიღებს, რომელიც 6 წელზეა გათვლილი. აქედან გამომდინარე, 25 წლის თავდამსხმელი კვირაში 500 ათას ევროზე მეტს გამოიმუშავებს.