“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ზაზა ფაჩულიას, კევინ დურანტს, სტეფ კარის, შონ ლივინგსტონს, ანდრე იგუადალას და დევიდ უესტს ოფიციალური კონტრაქტები გაუფორმა.
ზაზამ “მეომრებთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 3.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
“გოლდენ სტეიტის” მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხოლობთ: "ზაზამ გასული სეზონის რეგულარულში 70 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ქართველმა 6.1 ქულა, 5.9 მოხსნა და 1.9 პასი მიითვალა. ზაზას 14-წლიანი კარიერაში თამაშიდან ყველაზე მაღალი, 53.4%-ით უტევდა მეტოქის ფარს. ფაჩულია მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთების რაოდენობით (140) გუნდის ლიდერი გახლდათ. პლეი-ოფში ცენტრი საშაულოდ ერთ მატჩში 5.1 ქულას და 3.8 მოხსნას აგროვებდა."
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც ნბა მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთესი სეზონი ექნება წელს ზაზას.
ეს მონაცემები ზაზას ნათამაშევ დროზე გაყავით და ნახავთ რომ ერთეულ დროში ნაჩვენები შედეგით ბარეორი ვარსკვლავი ვერ მიედრება.
სახელფასო ჭერის დედაც მოვს განო
ხნავსო.DDD
ყველაზე მაღალი პროცენტით რომ უტევდა კალათს, ეგ არის ე.წ. "მართალი ტყუილი".
ბოლო სეზონში რასაც ვუყურე გსტეიტის თამაშებს, მარტო დაღეჭილ ბურთებს დებდა კალათში. რამდენჯერ ჰქონდა მომენტი, რომ თავისუფალი იყო და მარტივი საშუალო უნდა გაეშვა ფარისკენ, თუმცა მაინც პასი ამჯობინა.
გასაგებია რომ ეგ მწვრთნელის დავალება იყო, მაგრამ მაინც მაფიქრებს - აგერ ევრობასკეტზე უკვე ქულების მოგროვება იქნება მისი მთავარი საზრუნავი და ემანდ ხელი ხო არ გაუფუჭდა ნეტა ? DDDD
კი დასაწყისში ეგრე იყო, მარა მერე შუა წელში და ბოლოსკენ შედარებით თამამად, უტევდა რეგულარულს ვგულსხმობ, აბა პლეიოფზე რა გითხრა დიდათ დროც არ ქონდა.
წარმატებები, იმედია ევროპაზეც გაგვახარებს შედეგიანობით
აწინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დაწერე, კიდე ერთი წარმატებული ისტორია ზაზუშა
.
წარმატებები