გერმანიის ჩემპიონ მიუნხენის “ბაიერნს” ესპანელი მცველი ხუან ბერნატი დიდი ხნით გამოაკლდა. როგორც “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი გვამცნობს, 24 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს – მიზეზი ტერფის ტრავმაა.
აღნიშნული დაზიანება ბერნატმა ოთხი დღის წინ, “მილანთან” ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. ესპანელ ფეხბურთელს ოპერაცია მტკივან ფეხზე უკვე გაუკეთდა.
ბერნატმა გასულ სეზონში “ბაიერნის” ღირსება ბუნდესლიგის 18 მატჩში დაიცვა და 2 გოლის გატანა შეძლო.