კალათბურთი

19:00 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

როუზი “კლივლენდის” კალათბურთელია

28 წლის გამთამაშებელი დერეკ როუზი “კლივლენდ კავალიერსში” გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, დერენკმა “კლივლენდში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 2.1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

განვლილ სეზონში როუზი “ნიუ იორკ ნიქსის” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 18 ქულას, 4.4 პასს და 3.8 მოხსნას აგროვებდა.

0.11233