ლისაბონის “სპორტინგის” და პორტუგალიის ნაკრების ჩამშლელი ნახევარმცველის უილიამ კარვალიოს შეძენა ლონდონის “არსენალს” სურს – იუწყება პორტუგალიური გამოცემა Record–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “მეთოფეები” მზად არიან, რომ 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პორტუგალიურ გრანდს 30 მილიონი ევრო გადაუხადონ.
კარვალიო “სპორტინგის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 154 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა. მას ლისაბონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.