ფეხბურთი

22:22 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანტონიო კასანომ კარიერა დაასრულა

ახლო წარსულში ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ 35 წლის იტალიელმა თავად გაავრცელა.

“ანტონიო კასანო ფეხბურთს აღარ ითამაშებს – ბოდიშს ვუხდი ქალაქ ვერონას, ყველა გულშემატკივარს, პრეზიდენტ მაურიციო სეტის, სპორტულ დირექტორ ფილიპო ფუსკოს, მწვრთნელ ფაბიო პეკიას, ჩემს თანაგუნდელებს, სამედიცინო შტაბსა და ტექნიკურ პერსონალს. 35 ადამიანს ცხოვრების მოტივაცია უნდა გააჩნდეს, ჩემი მიზანი კი ახლა ჩემს მეუღლესთან და შვილებთან რაც შეიძლება მეტი დროის გატარებაა”, - ნათქვამია კასანოს ოფიციალურ განცხადებაში.

არადა, “ფანტანტონიომ” ერთი კვირის წინ “ვერონასთან” გააფორმა ხელშეკრულება და თითქოს დამდეგი სეზონი ამ კლუბში უნდა გაეტარებინა, მაგრამ დღეს გუნდი დატოვა, თავდაპირველი ინფორმაციით, იგი ფეხბურთიდან წასვლას ჯერ არ გეგმავდა, მაგრამ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მალევე შეცვალა.

ანტონიო კასანოს სხვა და სხვა დროს “ბარის”, “რომას”, “რეალის”, “სამპდორიას”, “მილანის”, “ინტერისა” და “პარმას” რიგებში უთამაშია. იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი 2003-2014 წლებში ჩატარებულ 39 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.

0.110122