ფეხბურთი

21:44 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბერნარდესკი "იუვენტუსის" ფეხბურთელია

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი შეიძინა. აღნიშნული ტრანსფერი სამი დღის წინ გადაწყდა, მაგრამ ფეხბურთელი ტურინში დღეს ჩავიდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ფედერიკო “იუვეში” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას: “ფიორენტინამ” 23 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო თუ ბერნარდესკის “იუვე” მომავალში გაასხვისებს, თანხის 10% ფლორენციელებს ერგებათ.

“დღეს ბევრი ემოცია იყო. დიდი მადლობა ტიფოზებს, რომლებიც აქ ჩამოსვლისთანავე მომესალმნენ. ფორცა “იუვე”!”, - თქვა ბერნარდესკიმ.

ფედერიკო ბერნარდესკი “იუვეს” მეხუთე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე როდრიგო ბენტანკურის, მატია დე შილიოს, დუგლას კოშტასა და ვოიცეხ შჩესნის შემდეგ.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს – გასულ სეზონში მან სერია A-ში 11 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

0.126342