ფეხბურთი

20:50 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: “დიბალას ნეიმართან შედარება ნაადრევია”

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი პაულო დიბალა ჯერ კიდევ არ არის “ბარსელონას” თავდამსხმელის ნეიმარის დონის.

“ზოგიერთი ჟურნალისტი ადარებს ნეიმარს და დიბალას – მე ვთქვი გასულ სეზონს, რომ ბრაზილიელი დონით მესის და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა და იგი მომავალში აუცილებლად გახდება ოქროს ბურთის მფლობელი. ნეიმარის ღირებულება? ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კლუბი, ამიტომ რატომაც არა?”, - თქვა კიელინიმ.

ბოლო მონაცემებით “ბარსელონა” და ნეიმარის მამა, რომელიც აგრეთვე ფეხბურთელის აგენტია, ვერ შეთანხმდნენ მოთამაშის კატალონიაში დარჩენაზე.

0.112929