სამხრეთ ამერიკიდან ევროპამდე ლამაზმანთა სიკეკლუცისა და სიყირმიზის შეფასება-განსჯაში აზია ხშირად გვავიწყდება და ეს ნამდვილად არაა სამართლიანი, რადგან “ყვითელ” კონტინენტზეც არანაკლებად გულმისავალი ასულნი მიდი-მოდიან და აბა მათი არშემჩნევა იქნების?
ახლა, იაპონელ მოდელზე და ყოფილ სერფერზე, იუნ ჰასაგავაზე მოგითხრობთ, რომელმაც ამ ბოლო დროს კინომატოგრაფსაც კოხტად გაუსინჯა გემო და თურმე არამხოლოდ იაპონიაში, მთელს აზიაში ამ ასულზე პოპულარული და სურვილის აღმძვრელი ქალი მეორე არ დაიარება.
იუნ ჰასაგავა სერფინგით ახლაც ხშირად ერთობა, მაგრამ რახანია სპორტის ეს ავსტრალიური სახეობა მისთვის ოდენ ჰობად იქცა და მთელს თავის დაუშრეტელ ენერგიას სამოდელო საქმეს აქსოვს. გათხოვებაზე კი როდესაც სიტყვას ჩამოუგდებენ, ისე იმრიზება, თითქოს ქმარი კი არა, იური ლუჟკოვი გვეხსენებინოს...