გამოცდილი თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო დიდი ალბათობით “ვალენსიას” დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Superdeporte ავრცელებს.
ნახსენები წყაროს ცნობით, ალვარო “ღამურების” ახალი მთავარი მწვრთნელის მარსელინიო ტორალის გეგმებში არ შედის და მისი წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალია.
როგორც ცნობილია, 31 წლის ფორვარდის შეძენა “ბეშიქთაშს” და რამდენიმე ჩინურ კლუბს სურთ. თავად ნეგრედოს ჩინეთში წასვლა არ უნდა და თურქულ ვარიანტზე ფიქრობს.
ესპანელი ფორვარდი “ვალენსიამ” 2014 წელს “მანჩესტერ სიტიდან” 30 მილიონ ევროდ დაიმატა, თუმცა მან “ლოს ჩეს” იმედები ვერ გაამართლა და 74 მატჩში მხოლოდ 18 გოლის გატანა მოახერხა. ის გასულ სეზონში “მიდლსბროში” გახლდათ განათხოვრებული, სადაც 32-ჯერ ითამაშა და გუნდს 8 გოლით შეეწია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სტატიის მოცულობის გაზრდის მიზნით წერთ ყველგან რო სიტიც დაინტერესებულია? უკვე 374 ფეხბურთელზე წერთ რო სიტიც დაინტერესებულიაო, ცოტა არასერიოზული ხდება სტატიები
არადა ძალიან ნიჭიერი ბიჭიაააა
გამთამაშებლადაც და ფლანგზეც შეუძლია მოღვაწეობა
ლამელა თუ გაუშვეს რომას ხელმძღვანელობა დასახვრეტები იქნებიან
ჩელსიზე შეეშალა ტოტეს უნდა
ალბათ ბეილი მართლა მიდის ...
ოეეეეე ეს ტოტენჰემში არასდროს არ გადავაა რა უნდა ამას ტოტეჰემში
:დ ადმინი დაბოლილია. ლამელა არ გაუშვათ თქვეიიიიიიი
admin tavidan chelsi giweria mere totenhemi da bolobolo romels unda??
თან სულ რომ ამბობს ლონდონელებიო და არ აკონკრეტებს რომელი