ფოთში დასრულდა ტრადიციული რიგით XII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი. ასპარეზობაში მონაწილეობა 13 ქვეყნის 400-მდე მოჭადრეკე მონაწილეობდა.
ფესტივალის ფარგლებში 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.
საჭადრაკო ფესტივალის საზეიმო დახურვას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მიხარია, რომ ფოთი აგრძელებს იმ საჭადრაკო ტრადიციას, რომელიც ამ ქალაქში დაიწყო. ბედნიერი ვარ, რომ წელს ამ შეჯიბრს ჰყავს ქართველი გამარჯვებულები“, - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.
საჭადრაკო ფესტივალის საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენდა. ღონისძიება ფოთის საჭადრაკო სკოლის, მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალის მთავარი ‘A’ ტურნირი გიორგი სიბაშვილის (2340) დამაჯერებელი პირველობით დასრულდა. გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა , ნახევარი ქულით გაუსწრო კონკურენტებს და საკუთარ რეიტინგს 34,7 ქულა შემატა.აღსანსნავია, რომ ახლახან დასრულებულ ბათუმის მერიის თასის გათამაშებაშიც სიბაშვილმა I-II ადგილი გაინაწილა.
6,5 ქულით II-VI ადგილები გაიყვეს:
2.ლევონ ბაბუჯიანი (სომხეთი;2451);
3.ბორის სავჩენკო (რუსეთი;2606);
4.ჰოვიკ ჰაირაპეტიანი (სომხეთი;2517);
5.თორნიკე სანიკიძე (2520);
6.მერი არაბიძე (2384);
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ აჩვენა.
gcf.org.ge