ფეხბურთი

12:54 | 23.07.2017 | ნანახია 0 - ჯერ

ოფიციალურად: დანილო "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი მცველი დანილო კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. როგორც ინგლისური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ქალაქელებმა" 26.9 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.

დანილო კარიერა "ამერიკა მინეიროში" დაიწყო და "სანტოსში" 2010 წელს გადავიდა. ერთ წელიწადში ფეხბურთელი "პორტუს" საკუთრება გახდა, თუმცა ერთწლიანი იჯარით კვლავ ბრაზილიურ გუნდში ითამაშა. პორტუგალიურ გრანდში სამხრეთამერიკელმა 139 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

2015 წელს მადრიდის "რეალმა" დანილო 31.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა და მას შემდეგ "სამეფო გუნდის" მაისურით 55 შეხვედრა ჩაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ესპანეთში გადაბარგების შემდეგ 25 მილიონიდან 16 მილიონ ევრომდე დაეცა. მიუხედავად ამისა, პეპ გვარდიოლამ მცველის დამატება ისურვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:46 | 20.07.2017
deqstera_best_7 (1964)

გუგეშაშვილი, მალი, კუცია, ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე არიან ის ბიჭები რომლებსაც როგორც ვიცი შემდეგი 19 წლამდელიც უწევთ, მართალია?...

13:54 | 20.07.2017
რაჭა (10043)

თუ ჩაკვეტაძე ფიზიკაში მოუმატებს, დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს...
წარმატებები ორივეს

13:58 | 20.07.2017
რაჭა (10043)

ისე, ჩენმა გუნდებმა ევროპაზე ისეთი შედეგი დადეს, მშობლიურ ფეხბურთზე წერა და გინება არ დაზარება კაცს....

0.066263