ფეხბურთი

23:59 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” აშშ-ში ნეიმართან ერთად გაემგზავრა

“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ მოთამაშეების სია გამოაქვეყნა, რომლებიც აშშ-ში კლუბთან ერთად წინასასეზონო შეკრებას გაივლიან.

სიაში სულ 26 მოთამაშეა და მათ შორისაა ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, რომლის “პარი სენ-ჟერმენში” შესაძლოა ტრანსფერზე ძალიან ბევრი იწერება.

ამერიკულ ტურნეს ტრავმების გამო რაფინია და დეულოფეუ გამოტოვებენ, ხოლო ანდრე გომეში და ტერ შტეგენი, რომლებმაც კონფედერაციათა თასზე ითამაშეს, შვებულებაში არიან.

კატალონიური გრანდი ამერიკაში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:

მეკარეები: 13.სილესენი, 25.ორტოლა, 31.ხოკინი;

მცველები: 2.მარლონი, 3.პიკე, 12.სემედუ, 14.მასკერანო, 15.ვერმაელენი, 18.ალბა, 19.დინიე, 22.ვიდალი, 23.უმტიტი, 28.დუგლასი;

ნახევარმცველები: 4.რაკიტიჩი, 5.ბუსკეტსი, 6.დენის სუარესი, 7.თურანი, 8.ინიესტა, 16.ალენია, 20.რობერტო, 26.სამპერი;

თავდამსხმელები: 9.ლუის სუარესი, 10.მესი, 11.ნეიმარი, 17.ალკასერი, 29.ელ ჰადადი

0.114944