ფეხბურთი

10:46 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პედრო მძიმე ტრავმას გადაურჩა და "ჩელსის" სინგაპურში შეუერთდება (+VIDEO)

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი პედრო მძიმე ტრავმას გადაურჩა და გუნდს სინგაურში შეუერთდება. აღნიშნული ინფორმაცია "არისტოკრატთა" ტვიტერის გვერდმა დაადასტურა. "არსენალთან" ამხანაგური შეხვედრის დროს "მეთოფეთა" მეკარემ დავიდ ოსპინამ ესპანელს სახეში დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც შემტევი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფეხბურთელმა რამდენიმე საათში თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ სერიოზული არაფერია. პედრო გუნდს სინგაპურში შეუერთდება. ჯერჯერობით უცნობია ესპანელი 25 ივლისს მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა.

0.117815