ფეხბურთი

13:04 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” პრეზიდენტი ნეიმარს ესაუბრა

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ ბრაზილიელ ნეიმარს შეხვდა და პირადად ესაუბრა. როგორც გამოცემა AS-ი იტყობინება, გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ ბართომეუსა და ნეიმარის საუბარი დახურულ კარს მიღმა 15 წუთს გაგრძელდება.

საბოლოოდ, ორივე მხარე არცთუ კმაყოფილი სახით გამოვიდა ოთახიდან, რაც გამოწვეული იმ მიზეზით, რომ საერთო აზრზე ვერ შეთანხმდნენ.

ამასობაში, ბრაზილიელი პსჟ-ში გადასვლის შანსი კიდევ უფრო იზრდება და მეტიც, სხვადასხვა წყაროების ცნობით, ნეიმარი სულ მალე ფრანგული გუნდის წევრი გახდება.

შეგახსენებთ, პსჟ სამხრეთამერიკელი შემტევის სანაცვლოდ კოლოსარულ თანხას, 222 მილიონ ევროს იხდის.

0.115988