იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “ატლეტიკოსა” და ურუგვაის ნაკრების მცველ ხოსე ხიმენესს ეპატიჟება. იტალიური მედიის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი ტურინში ლეონარდო ბონუჩის შემცვლელად ესახებათ.
როგორც ცნობილი გახდა, “იუვეს” სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ურუგვაელის აგენტ პაკო კასალს უკვე შეხვდა – მილანში.
საინტერესოა, რომ ხიმენესს “ატლეტიკოს” ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ ეძლევა თამაშის საშუალება და კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა მცველმა ლა ლიგაში მხოლოდ 17 შეხვედრა ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კალდარას დაბრუნების უფლება არ აქვთ წელსვე? ძალიან მაგარი ბიჭია და რაღა სხვაში დახარჯონ ფული
უკეთეს ვარიანტს ვერც ვფიქრობ პრინციპში, მშრომელი და ძალიან ნიჭიერი ბიჭი. რაც ძალიან მიკვირს სიმეონე ბოლომდე რომ არ ენდობა, თუმცა კონკურენცია დაცვის ცენტრალურ ხაზში ატლეტიკოში ალბათ ერთერთი უმწვავესია მსოფლიოში