რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობს მოსკოვის “ლოკომოტივი”. სოლომონ კვირკველიამ და მისმა თანაგუნდელებმა ამჯერად მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს – დედაქალაქურ დერბში ცსკა-სთან – 3:1.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი გაისარჯა. კვირკველია ამჯერადაც დამაჯერებლად ირჯებოდა – თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა Championat.com-ისგან - 7.5 ქულა. 47-ე წუთზე სოლომონმა ყვითელი ბარათი მიიღო.
“ლოკომოტივს” ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ლიდერია. შეგახსენებთ, “რკინიგზელებმა” პირველ ტურში ტულის “არსენალს” სწორედ კვირკველიას გოლით მოუგეს.