ფეხბურთი

20:20 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: ნეიმარი პსჟ-ს შეუთანხმდა

ნეიმარი “პარი სენ ჟერმენში” – ეს თემა ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალურია. ბოლო ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი და ფრანგული გუნდი პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ. Catalunya Radio-ს თუ დავუჯერებთ, ნეიმარის მამამ შვილის პირობები პარიზულ კლუბში უკვე შეათანხმა – ნეიმარი წელიწადში 40 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.

ამასობაში, Le Parisien-ის ცნობით, ნეიმარი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა: “”პარი სენ ჟერმენში” მივდივარ”, - წერს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა.

ცნობილია ისიც, რომ პსჟ სამხრეთამერიკელი შემტევის სანაცვლოდ “ბარსელონას” 222 მილიონ ევროს სთავაზობს. ყველაფერი კი, წესით უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.

გასულ სეზონში ნეიმარმა “ბლაუგრანას” მაისურით 21 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111409