ფეხბურთი

13:10 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” კოუტინიოს თვალი დაადგა

კატალონიის “ბარსელონა” მზად არის “ლივერპულის” შემტევ ნახევარმცველში – ფილიპე კოუტინიოში 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ინტერესი 25 წლის ფეხბურთელისადმი ჯერ კიდევ ამა წლის გაზაფხულზე გაჩნდა, თუმცა შემდგომ კატალონიელები სხვა ფეხბურთელებზე გადაერთვნენ.

შკყ შპორტს-ის ინფორმაციით “ბარსელონა” ყველაფერს გააკეთებს, რომ ბრაზილიელი გადაიბიროს. თავად “წითლები” კი მათი ლიდერის გაყიდვას არ გეგმავენ, რაზეც კოუტინიოსთან მიმდინარე ხელშეკრულებით 2022 წლის ივნისამდე გაფორმებული კონტრაქტიც მეტყველებს.

გასულ სეზონში კოუტინიომ პრემიერ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი – 13 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

0.111925