ძალიან გვეეჭვება, საქართველოში და ევროპაში ფეხბურთისათვის თავგადამკვდარმა ქომაგებმაც კი იცოდნენ, ვინ არის ეგვიპტელი ფეხბურთელი ელ-საიდ ჰამდი, რადგან ამ ბიჭის ცნობადობა საკუთარ სამშობლოს არასოდეს გასცდენია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შეიძლება ეს ყმაწვილი პოპულარულ მობურთალთა შორის ჩაეწეროს.
ამის მიზეზი ელ-სადის გულისსწორი, ეგვიპტეში და მთელ არაბულ სამყაროში ნამეტნავად პოპულარული კაიროელი მოდელი სარა ელ-ჰოულია, რომელზეც მრავალი მამაკაცია შეყვარებული, მაგრამ სარამ არჩევანი ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელზე შეაჩერა და ამ არჩევანს, ცხადია, არც ნანობს.
ამ ორი წლის წინ, მოდელი სარა ელ-ჰოული “მის ეგვიპტედ” აღიარეს, უფრო ადრე კი “მის უნივერსის” გამარჯვებული გახდა და როგორც ჩანს, ეს ბარძაყდალოცვილი დიაცი ეგვიპტელთა სილამაზისადმი მოთხოვნილებას სრულიად აკმაყოფილებს, რაც პრინციპში ბუნებრივია.