ჭიდაობა

11:05 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-მა გოგშელიძეს პეკინის ვერცხლი გამოუგზავნა

დღეს, გიორგი გოგშელიძე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლით დაჯილდოვდება. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა სპორტსმენმა პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადებზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, მაგრამ შარშან, მას შემდეგ, რაც განმეორებითმა დოპინგ-ტესტმა პეკინის ვერცხლის პრიზიორის - ყაზახი თაიმურაზ ტიგიევის სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოაჩინა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მას მედალი ჩამოართვა და გიორგი გოგშელიძის ერთი საფეხურით დაწინაურებაც გადაწყდა.

სოკ-დან გამოგზავნილი ვერცხლის მედალი უკვე საქართველოშია და გოგშელიძეს დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი გადასცემს.

0.110163