ფეხბურთი

10:00 | 21.07.2017 | ნანახია 430 - ჯერ

20 ივლისის გამორჩეული ტრანსფერები

სატრანსფერო ციებ-ცხელება გრძელდება. 20 ივლისს, ევროპაში რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი ოფიციალურ დონეზე დადასტურდა. წარმოგიდგენთ, გასული დღის რამდენიმე გამორჩეულ ტრანსფერს.

გრეგორი დეფრელი

ფრანგი თავდამსხმელი “სასუოლოდან” “რომაში” გადაბარგდა. დეფრელმა “ჯალოროსისთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო სატრანსფერო ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.

ლეონარდო ბონუჩი

იტალიის ნაკრების მცველის “მილანში” გადასვლა დიდი ხნის წინ გადაწყდა, მაგრამ კონტრაქტს ხელი ოფიციალურად გუშინ მოეწერა. 30 წლის ფეხბურთელმა “როსონერის” ბედი 5 წლით დაუკავშირა.

დანი სებალიოსი

იგივე ითქმის დანი სებალიოსზე. ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის “”რეალში” გადაბარგება რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, თუმცა ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა. სებალიოსი მადრიდულ გრანდს სევილიის “ბეტისიდან” შეუერთდა.

მატია დე შილიო

იტალიის ჩემპიონის რიგები მატია დე შილიომ შეავსო. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “იუვემ” 12 მილიონი ევრო გაიღო და კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა.

კრისტიან პასკუატო

ერთ დროს იტალიაში კრისტიან პასკუატოზე დიდი იმედი მყარდებოდა, მაგრამ ვერ აეწყო კარიერა. პასკუატო, რომელიც “იუვენტუსის” საკუთრებაში იყო პოლონეთის ჩემპიონ ვარშავის “ლეგიას” შეუერთდა. გასულ სეზონში კი, გიორგი ლორიას თანაგუნდელი გახლდათ “კრილია სოვეტოვიდან”.

ხავიერ ერნანდესი

მექსიკის ნაკრების ფორვარდი კარიერას ლონდონის “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. ტრანსფერი “ლევერკუზენმა” და “ჩაქუჩებმა” ერთდოურლად დაადასტურეს. მექსიკელს ინგლისის დედაქალაქში უახლოეს დღეებში ელიან.

ხორხე მერე

ხიხონის “სპორტინგის” ნიჭიერი მცველი ხორხე მერე კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ “კიოლნში” გააგრძელებს. მერეს გენუის “სამპდორიაში” ელოდნენ, მაგრამ მოულოდნელად “თხების” რიგები შეავსო და კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:32 | 07.12.2019
ogafa (10220)

არ გაუმართლა ა

23:02 | 05.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ეჰ მემგონი დაასრულა ამან კარიერა

22:11 | 05.12.2019
ბაბუ პერესი (16691)

მომდევნო ზაფხულს დემბელეში სიტიმ შეიძლება 100 მილიონი გადაიხადოსო და ეგ თუ სიმართლეა ფრენით უნდა გაატანოს ბარსამ.კოუტინიოც მოსაშორებელია,ბავარიაშიც ვერ ათამაშდა ეგ ჩემისა,თუ ბავარია არ გამოისყიდდა სხვას რომ მაინც ეყიდა 100 მილიონად მაინც.მოკლედ ცოტა სარფიანად მოსაშორებელია ეგ 2 ზარალი რომელიც ძაან დიდი ფული დაუჯდა გუნდს.სუარესიც დიდი ალბათობით დაადგება ამერიკის გზას მომდევნო ზაფხულს.მესი-გრიზმანი-მანეს ტრიოს შეკვრაზე უნდა დაჩალიჩდეს ბარსა.ფატი-პერესი სკამზე რომლებიც გაისად საგრძნობლად უკეთესები იქნებიან ვიდრე დღეს არიან.ლაუტარო კი კარგი ბიჭია მაგრამ ზედმეტია უკვე და ლაუტაროზე მეტად მარცხენა ვინგერი ჭირდება დღეს ბარსას.მიტომ არის მესის რომ გაძვრა ენა მანეს ქებით.ერთგვარი ნამიოკია კლუბის ხელმძღვანელობითვის მანეზე რომ იჩალიჩონ.მოკლედ სუარესი-დემბელე-კოუტინიო ნაცვლად მანე,მეტი არავინ ჭირდება ბარსას შეტევაში

21:14 | 05.12.2019
ბაბუ პერესი (16691)

ვერ დაიწყო კარგად აზარის მადრიდული კარიერა,მიუხედავად ამისა რეალი მაინც ძლიერი გუნდია წელს და არ იქნება მარტივი კლასიკოს მოგება.თუმცა მთავარია მესი იყოს ხასიათზე და უცებ მოუყომარებს მადრიდს)))))

0.073923
430