ფეხბურთი

22:41 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოიშუშა. როგორც ქართველი ფეხბურთელი საკუთარი ფეისბუქგვერდიდან გვამცნობს, ვარჯიში სრულფასოვნად დაიწყო.

"როგორც იქნა, ვარჯიში გუნდთან ერთად", - წერს ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თორნიკემ ტრავმა 13 მარტს, "ლოკომოტივისა" და "კრასნოდარის" შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

0.10664