ფეხბურთი

15:55 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დე შილიო "იუვენტუსის" ფეხბურთელია

იტალიის ნაკრებისა და აწ უკვე "მილანის" ყოფილი მცველი მატია დე შილიო კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს. როგორც "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. "მილანმა" კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო მიიღო.

მატია დე შილიო "როსონერის" აღზრდილია და აქამდე სხვა გუნდში არ უთამაშია. სერია A-ში დებიუტი კი, 2012 წლის 10 აპრილს, "კიევოს" წინააღმდეგ ჰქონდა. სხვათა შორის, მაშინ ლობარიდულ გრანდს სწორედ მასიმილიანო ალეგრი წვრთნიდა.

მოკლედ, მატია და "იუვეს" თავკაცი ერთმანეთს კარგად იცნობენ და საერთო ენის გამონახვაც არ გაუჭირდებათ. შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" დე შილიომდე დუგლას კოშტა და ვოიცეხ შჩესნი გაიფრომა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11167