კალათბურთი

17:55 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კროუფორდი “მინესოტაში” იასპარეზებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი ჯამალ კროუფორდი “მინესოტა ტიმბერვულვზის” მოთამაშე გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კროუფორდმა “მინესოტასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 8.9 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

კროუფორდი 18 სეზონია ნბა-ში ასპარეზობს. ჯამალს “ჩიკაგოში”, “ნიუ იორკში”, “გოლდენ სტეიტში”, “ატლანტაში”, “პორტლენდში” და “კლიპერსში” უთამაშია. კროუფორდი კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 15.5 ქულას, 3.5 პასს და 2.5 მოხსნას აკეთებდა.

0.113409