ფეხბურთი

14:45 | 20.07.2017 | ნანახია 3921 - ჯერ

ფლორენტინო პერესი: "ბედნიერი ვარ "მილანის" გამოღვიძებით"

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იტალიური “მილანის” აქტიურობით სატრანსფერო ბაზარზე კმაყოფილია. როგორც “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელმა განაცხადა, მას ახარებს “მილანის” დაბრუნება, რადგან მისი გუნდის რეალური კონკურენტი ყოველთვის “როსონერი” იყო.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “მილანი” იღვიძებს. ეს გუნდი ჩვენი კონკურენტი 50 წლის განმავლობაში გახლდათ. არც “ბარსელონა”, არც რომელიმე სხვა გუნდი – მხოლოდ “მილანი”, - აღნიშნა პერესმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე იტალიური გრანდი ძალძე აქტიურია და უკვე 9 ფეხბურთელი დაიმატა: ლეონარდო ბონუჩი, ფრანკ კესიე, ანდრეა კონტი, მატეო მუსაკო, რიკარდო როდრიგესი, ანდრე სილვა, ფაბიო ბორინი, ანტონიო დონარუმა და ლუკას ბილია.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:25 | 20.07.2017
johnsilver (1156)

დავაზუსტოთ - ბოლო 25 წელი რეალმა 8 ლიგა მოიგო, ბარსელონამ 12.
ჩემპიონთა ლიგა - 6:5 რეალის სასარგებლოდ.
ანუ მეტოქეობაა მეტნაკლებად თანაბარი.
მანამდე ცალკარა იყო, ევროპაში მითუმეტეს.

16:49 | 20.07.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ხო, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ძალიან ცუდი რაღაცეები მახსენდება DDDDDDDD
იმედია მოახლოებულ სეზონში ზიდანი იზამს რამეს. ოთხჯერ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს (ეგ მინიმუმ) და ერთხელ ვერ მოუგებს პაზორნი ანგარიშით ვითაამ ? DDDDDDDD

15:47 | 20.07.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

მართალს ბაზრობს ნათლიაჩემი ბარსას თაობაზე. ეგ გუნდი რეალის კონკურენტი არასდროს ყოფილა. ბოლო 25 წლის მანძილზე ბარსა რეალის კონკრენტი კი არა, იობარი იყო DDDDDDDD
უფრო ადრე კი პირიქით DDDDDDDD

10:09 | 21.07.2017
taziiik (1606)

გაფიცებ 2009მდე რამე განსაკუთრებული ხდებოდა და მე გამომრჩა? )))) 2017 25 რო გამოვაკლოთ უფრო შორს მივდივართ და გალაქტიკოს ნათრევი ბარსა ბევრჯერ მახსოვს )

15:45 | 20.07.2017
შტაბკარწირა ქინძი მიშა (276)

მართლა მიხარია მილანის კარგი სატრანსფერო პოლიტიკა. ისე 2_3 სეზონი რომ ვიქტორ კაშაი ათხოვოს პერესმა, მილანი უცებ ამოუქაჩავს რეალს რაც ლიგის თასებით ჩამორჩა

15:35 | 20.07.2017
NudeDude (822)

Forza Milan!!! We together rise like a phoenix!!! 10 welia velodebi evropis sauketeso milans da imedia chemi cxovrebac milantan ertad ganaxldeba)))

15:35 | 20.07.2017
Chat shit get banged (1127)

ყველას გაუხარდა მილანის გამოცოცხლება. არ უნდა იყოს ეგეთი გუნდი ასეთ დონეზე. იმედია ბელოტის იყიდიან თორე ბონუჩის და კესის გარდა მგონია რომ საშუალო დონის ფეხბურთელები მოიყვანეს.

11:04 | 21.07.2017
stoikovich (5984)

100%-იანი ხარ. მე მაინც მგონია. რომ ლიგაზე მოხვედრის მერე მოხდება მთავარი გაძლიერება.

16:39 | 20.07.2017
shalva (2637)

ეგრეა, თან ბაკაც გუნდში დატოვეს, გასაყრელია ყველა, კარგი თავდამსხმელის გარეშე არაფერი გამოვა.

15:34 | 20.07.2017
NudeDude (822)

მართალია დონ ფლორენტინო და ყველაფერი სწორადაც აღნიშნა! ჯერ კიდევ ბებრული მილანის ჩადებები რად ღირს მადრიდში რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო ადრეულ ისტორიაზე)))

15:01 | 20.07.2017
el shaarawy (137)

ლაგარარაstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=oTfE80UidtA')>0?' https://www.youtube.com/watch?v=oTfE80UidtA':' https://www.youtube.com/watch?v=oTfE80UidtA'))
მოგეცა მერე მორატა

14:50 | 20.07.2017
millllani (185)

ყოჩაღ ფლორენტინოს

0.119455