ფეხბურთი

23:26 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონმა” ფორსტერს გაუხანგრძლივა

“საუთჰემპტონმა” ძირითად მეკარეს ფრეიზერ ფორსტერს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. “წმინდანების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის კიპერი “სენტ მერი სთედიუმზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ინგლისის ნაკრების მეკარეს ძველი კონტრაქტი 2021 წელს ეწურებოდა, თუმცა “წმინდანებში” დარჩენა კიდევ ერთი სეზონით გადაწყვიტა.

ფორსტერი “საუთჰემპტონში” 2014 წელს “სელტიკიდან” 12.5 მილიონ ევროდ გადავიდა. მან ამ დროის განმალობაში “წმინდანების” კარი 103-ჯერ დაიცვა.

0.114921