ფეხბურთი

22:20 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ორი ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის “დინამომ” ორი ფეხბურთელი დაიმატა. როგორც “დინამოს” ვებგვერდი იუწყება, ამიერიდან კლუბის ღირსებას აკაკი შულაია და ლაშა ქოჩლაძე დაიცავენ. შულაიამ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ქოჩლაძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება თბილისელთა რიგებში.

აკაკი შულაია მარტვილის “მერანის” აღზრდილია და მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარიც ამ გუნდში გაატარა. რაც შეეხება ქოჩლაძეს, 21 წლის ნახევარმცველი ბოლო წლების განმავლობაში “ცხინვალის” რიგებში გამოდიოდა.

ორივე ფეხბურთელი “დინამოს” სლოვენიურ შეკრებაზე ახლდნენ. შეგახსენებთ, კახა კაჭარავას გუნდმა ორი დღის წინ მიკოლა კოვტალიუკი და მოჰამად ალიუც დაიტამა.

0.134865