ფეხბურთი

0:10 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" მეკარე დაიმატა

"ჰალის" აწ უკვე ყოფილი მეკარე ელდინ იაკუპოვიჩი კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს. როგორც "მელიების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონით შეივსო "ვეფხვების" სალარო.

იაკუპოვიჩმა კარიერა "გრასჰოფერში" დაიწყო და "ჰალში" 2012 წელს გადავიდა. გასულ სეზონში ელდინმა 27 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაუშვა. "მელიების" რიგებში კი ფეხბურთელი კასპერ შმეიხელის შემცვლელად ითამაშებს.

0.113845