ფეხბურთი

10:10 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსიმ" კონტეს გაუხანგრძლივა

ინგლისის ჩემპიონმა “ჩელსიმ” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, იტალიელი “სტეფროდ ბრიჯზე” 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. ძალიან რთული სამუშაო შევასრულეთ პირველ სეზონში და ბედნიერი ვარ, რომ შრომა ტიტულით დაგვიფასდა. ახლა გაორმაგებული მუშაობაა საჭირო, რომ დავრჩეთ მაღალ დონეზე. მსურს, “ჩელსისთან” ერთად გამარჯვებები გავაგრძელო”, - აღნიშნა ანტონიომ.

კონტემ “ჩელსი” ერთი წლის წინ ჩაიბარა და პირველსავე სეზონში “არისტოკრატებს” ინგლისის პრემიერლიგა მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10222