ფეხბურთი

2:22 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დათუნაიშვილი: "ეროვნულ ლიგაში ტიტულის დაცვას ვეცდებით"

საქართველოს ჩემპიონი გუნდის კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ყარაბაღთან” 0:1 მარცხის შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოგება ძალიან უნდოდათ, თუმცა უიღბლობის ფაქტორმა გადაწონა და მეტოქემ ისე გაიმარჯვა, რომ კარის მიმართულებით ფაქტობრივად არც დაურტყამს.

“სამწუხაროდ დღევანდელი თამაშიც წავაგეთ. ძალიან გვინდოდა, რომ მოგვეგო ჩვენი გულშემატკივრის წინაშე, მაგრამ არ გამოგვივიდა. ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის, ცდა არ დაგვიკლია. შეიძლება ცოტა უიღბლობასაც დავაბრალოთ, რადგან ფაქტობრივად კარში არ დაურტყამთ და ისე წავაგეთ თამაში. ჩვენ კი უამრავი მომენტი გვქონდა. უბრალოდ, კლასის ამბავიცაა, რომ ამდენი მომენტი გამოიყენო და გოლში გარდასახო. ვეცდებით, რომ მომავალ წელს თუ გავედით ევროტურნირებზე, უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ”.

“პოტენციალი აშკარად იგრძნობა, მეტი შეგვიძლია. თუმცა დღევანდელი დღიდან გამომდინარე, “ყარაბაღი” ძალიან ძლიერი გუნდია. იმითაც გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი კანდიდატია ჯგუფში მოხვდეს. აქედან გამომდინარე, დღეს ვაჯობეთ აშკარად. საიდან იყო ეს განპირობებული, იმით, რომ დიდი ანგარიშით ჰქონდათ მოგებული, აქაც სწრაფი გოლი გაიტანეს, მაგრამ ფაქტია ვაჯობეთ და ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ამიტომ, დასანანია, რომ წავაგეთ”.

“ძალიან კარგად ვკომბინირებდით და ლოგიკურ დასასრულამდეც მიგვყავდა, მაგრამ ბოლო მომენტში ვერ ვაგვირგვინებდით. ალბათ, ის მომენტიც იყო, რომ 5:0 გვქონდა წაგებული და ცოტა დამაჯერებლობაც გვაკლდა. იმედია, ამას გამოვასწორებთ მომავალში და მომენტების რეალიზაციას მოვახერხებთ”.

“რთულია იქედან გამომდინარე, რომ დიდი ანგარიშით წავაგეთ. ასე რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა სხვა თამაში ეთამაშათ. უბრალოდ, გაგახსენებთ, “ბურსასფორს”, რომელიც ვფიქრობ, უფრო ძლიერი გუნდი იყო მაშინ “ყარაბაღზე”, მაგრამ დიდი უპირატესობის მიუხედავად გოლი ვერ გაგვიტანეს, ნერვიულობა დაიწყეს და სახლშიც სულ სხვა თამაში წავიდა და მაშინ პენალტების სერიით შემდეგ ეტაპზე "ჩიხურა" გავიდა. ახლაც შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, უბრალოდ, პირველ ათ წუთში პენალტს გინიშნავს მსაჯი, ორ საყრდენს აფრთხილებს, ე.ი გამორცხავ იმას, რომ ფეხბურთელმა დარჩენილ დროში აგრესიულად ითამაშოს. თანაც, საყრდენი ნახევარმცველი ძალიან სპეციფიკური პოზიციაა. თან ორ თერთმეტრიანს გიდებს აბსურდულს პირველ ტაიმში რთულია. დღეს ჩვენთვის რო დაენიშნა დასაწყისში პენალტი, ჩემი აზრით, სხვანაირად წავიდოდა თამაში. თუმცა, ვთვლი, რომ “ყარაბაღი” ჩვენზე ძლიერი გუნდია და ვულოცავ შემდეგ ეტაპზე გასვლას. სტუმრად დაფიქსირებულმა ანგარიშმა, რომ დღევდანელ მატჩზე იმოქმედა, ორი აზრი არ არსებობს”.

“ეროვნულ ლიგას რაც შეეხება – მოქმედი ჩემპიონები ვართ და დიდი სხვაობის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ პირველი ადგილისთვის. გამორიცხული არაფერია, გუნდები კიდევ ორ-ორჯერ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და ვეცდებით, ტიტული დავიცვათ”, - გვითხრა დათუნაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “სამტრედიამ” ორი მატჩის ჟამში “ყარაბაღთან” 0:6 წააგო და ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

0.154559