საქართველოს ჩემპიონი გუნდის მარჯვენა მცველმა, გიორგი მჭედლიშვილმა “ყარაბაღთან” 0:1 მარცხის შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით ფული ყველაზე მნიშვნელოვაი ფაქტორია. ასევე გვითხრა, რომ 22 ივლისს შიდა ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ და შეეცდებიან, რომ მთლიანად გადაერთონ საქართველოს ჩემპიონატზე.
“ამ თამაშისთვის კარგად მოვემძადეთ და მთავარი მიზანი იყო დღევანდელ შეხვედრაში მოგვეგო. ნახეთ, რომ პირველ ტაიმში არ გამოგვივიდა თამაში, რამდენიმე მომენტი გვქონდა და ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, რაც კარგად გამოჩნდა და 2-3 მომენტი ისეთი იყო, შეიძლებოდა გატანა და ამ თამაშის არ წაგება. რას ვიზამთ, ძლიერი გუნდია “ყარაბაღი” და არ გაგვიმართლა, თუმცა მეორე ტაიმი ისეთი იყო, შემიძლია ვთქვა, რომ ვაჯობეთ. გოლიც დასანანი გავუშვით. გულდაწყვეტილები ვართ. 22 ივლისს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს ქობულეთის “ჩიხურასთან” და კარგად მოვემზადებით, რათა მთლიანად გადავერთოთ შიდა ჩემპიონატზე”.
“კარგი მომენტები გვქონდა მაგრამ ახსნა არ შემიძლია რა მოხდა. ვერ ვამთავრებდით ისე, როგორც საჭიროა. ხან გავა გოლი, ხან - არა”.
სტუმრად ესეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო. დღევანდელი მატჩით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, რადგან თამაში წავაგეთ, თუმცა დავინახეთ კარგი რაღაცეები. “სამტრედიისთვის” ეს მაქსიმუმი არ არის. ბევრად მეტი შეგვიძლია. უფრო მეტი განვითარება, მეტი ვარჯიში და ოსტატობაა საჭირო, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ”.
“ძალიან მდიდარი გუნდია “ყარაბაღი”. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ფული ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია დღესდღეობით, იმისათვის, რომ კარგი გუნდი გყავდეს და ევროტურნირებზე კარგად წარმოაჩინო თავი”, - გვითხრა მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “სამტრედიამ” სტუმრად აზერბაიჯანული “ყარაბაღი” მიიღო და 0:1 დამარცხდა, რის შემდგომაც ევროტურნირებს გამოეთიშა.