ვენაში, ხელბურთის ევროპული ფედერაციის ოფისში გაიმართა ერთბაშად 4 ტურნირის წილისყრა ქართული გუნდების მონაწილეობით. კაცების ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ლიტვასთან, ლატვიასთან და ისრაელთან მოხვდა; 18-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრები 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში გაიმართება, ჯგუფურ ეტაპზე შეხვდება ბელარუსს, იტალიას, ფინეთსა და საბერძნეთს.
ანალოგიურ ტურნირზე ოცწლამდელთა შორის, ჩვენი ნაკრების მექტოქეები ჯგუფურ რაუნდში იქნებიან მასპინძელი მონტენეგრო, სლოვაკეთი, თურქეთი და ლატვია. რანგით მესამე სალუბო ევროტურნირზე, ჩელენჯ კაპზე ბათუმის შავი ზღვის ბიჭები მეთექვსმეტედფინალში შეხვდებიან ბოსნიის ქალაქ მოსტარის კლუბ ზრინსკის.
ეროვნული ნაკრები საქმეში ოქტომბრის ბოლოს ებმება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს არ თამაშობს ევრო 2018-ის ფინალისტი 16 ნაკრები, დანარჩენი 23 გუნდი კი განაწილდა 6 ქვეჯგუფად, საიდანაც გამარჯვებული პლეიოფში გავა.
რაც შეეხება ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს, აქ EHF ასრულებს რეფორმას, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან საკვალიფიკაციო ტურნირები უქმდება და ევროპის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი ორ დონედ დაიყოფა. მეორე დონის ჩემპიონატები 18-წლამდელთა შორის ავსტრიასა და საქართველოში იმართება. გუნდები ჯერ გადაანაწილეს მასპინძელ ქვეყნებს შორის, შემდეგ კი გაიმართა ჯგუფების წილისყრა, რომლის შემდეგაც მეტოქეებად გვერგო ბელარუსი, იტალია, ფინეთი და საბერძნეთი. მეორე ჯგუფში არიან შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა და ლუქსემბურგი. ჯგუფური ეტაპის შემდეგ იმართება პირდაპირ ფინალური მატჩები ჯგუფებში შესაბამის ადგილებზე გასულ გუნდებს შორის. ავსტრიაში და საქართველოში გამართული ჩემპიონატების გამარჯვებულები 2020 წლისთვის მიიღებენ იმავე ასაკში, 2000 წელს დაბადებულებს შორის, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას და შეცლვიან იქ ორ უკანასკნელ ადილზე გასულ გუნდს.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში უკვე გაიმართა 2016 წლის აგვისტოში - ეს იყო 1998 წელში დაბადებულთა ტურნირი. ამავე გუნდს წლეულს მსოფლიო ჩემპიონატი უწევს თბილისში, გაისად კი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს. 20-წლამდელთა ტურნირი გაისად პირველად გაიმართება ახალი ფორმატით, ორ დონეზე. 20-წლამდელები ევროპის ჩემპიონატებისთვის ბოლო ასაკობრივი კატეგორიაა, ამიტომ მეორე დონის გამარჯვებული ვერსადაც ვერ გადადის და უძლიერესი თექვსმეტიდან თითქოს ვერავინ გამოვარდება, მაგრამ ტურნირი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეიტინგის ასამაღლებლად ასაკობრივ სანაკრებო კატგორიაში.
მაგალითად, 2016 წელს 18-წლამდელთა შორის მეორე დონის 3 ტურნირი გაიმართა - საქართველოში, ბულგარეთსა და ლიტვაში. გამარჯვებულებმა - რუმინეთის, უნგრეთისა და ისრაელის ნაკრებებმა ხომ თავიანთი თაობის საქმეც გააკეთეს და 1998 წლებში დაბადებულებს შორის უძლიერეს 16 გუნდს შორის მოხვდნენ, იგივე მოახერხეს მომდევნო, 2000 წელში დაბადებულებისთვისაც.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზე დონეებად დაყოფა უკვე საერთო, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების საერთო რეიტინგით ხდება და რუმინეთიც, ისრაელიცა და უნგრეთიც 2018 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ორივე ასაკობრივ კატეგორიაში უძირეს თექვსმეტში არიან. საერთოდ, 2018 წლის ორივე ევროპის ჩემპიონატზე, 18 და 20-წლამდელთა შორის, პირველი დონის 16 ქვეყანა ერთი და იგივეა. ასე რომ, ორივე ტურნირზე ნებისმიერი მატჩის მოგება ასაკობრივ სანაკრებო რეიტინგზე პირდაპირ აისახება.
რაც შეეხება 2016-17 წლების ევროტურნირებს, აქ საქართველოდან ერთ გუნდი, საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები გამოდის. ჩელენჯ კაპის პირველ ეტაპზე 8 წყვილია. ბათუმელები შეჯიბრებაში მეორე ეტაპიდან, მეთექვსმეტედფინალიდან ჩაებმებიან ნოემბერში.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. ევროპა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
1 ჯგუფი: რუსეთი, ფინეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი
2 ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო
3 ჯგუფი: რუმინეთი, უკრაინა, იტალია, ფარერები
4 ჯგუფი: პორტუგალია, პოლონეთი, კვიპროსი, კოსოვო
5 ჯგუფი: ჰოლანდია, ბელგია, საბერძნეთი, თურქეთი
6 ჯგუფი: ბოსნია, შვეიცარია, ესტონეთი
სათამაშო დღეები: 25-26, 28-29 ოქტომბერი 2017; 3-4, 6-7, 10-11, 13-14 იანვარი 2018
ჯგუფების თითო გამარჯვებული გავა პლეიოფში. ამ 6 გუნდს დაემატება 12 ქვეყანა ევრო 2018-ის შედეგების მიხედვით. ევრო 2018 ხორვატიაში (იანვარი, 2018). 16 მონაწილიდან მსოფლიო 2019 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვთ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს ასევე 2019 წლის მასპინძლებს - გერმანიას და დანიას. მათ დაემატება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი ან გუნდი, რომელიც ამ სამი ქვეყნის შემდეგ უეთეს შედეგს აჩვენებს. დანარჩენი 12 გუნდი გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში: 18 გუნდი დაწყვილდება და 2018 წლის 8-10, 12-14 ივნისს გამოავლენს მსოფლიო ჩემპიონატის 9 ფინალისტს. პლეიოფის მონაწილე იქნება ჩამოთვლილი 13 ქვეყნიდან 12: ავსტრია, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ისლანდია, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სლოვენია, სერბეთი, შვედეთი
--
ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ
ჩემპიონატი საქართველოში. 10-19 აგვისტო, 2018
A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი
B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო
ჯგუფებში ერთსადაიმავე ადგილზე გასული გუნდები ითმაშებენ ფინალში, საბოლოო კლასიფიკაციისთვის
ჩემპიონატი ავსტრიაში. 10-19 აგვისტო, 2018
A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ბრიტანეთი, ირლანდია
B ჯგუფი: სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ლატვია, კოსოვო, ბულგარეთი
ამ ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის ევროპის 20წ ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უგფლებას.
უძლიერესი 16: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი, ნორვეგია, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ისრაელი. 15-16 ადგილებზე გასული გუნდები 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებისთვის დაქვეითდებიან მეორე დონეზე
--
ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 20წ
ჩემპიონატი მონტენეგროში. 20-29 ივლისი, 2018
A ჯგუფი: ჩეხეთი, ავსტრია, ჰოლანდია, მოლდოვა, კოსოვო, ბულგარეთი
B ჯგუფი: სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ლატვია, საქართველო
ჩემპიონატი მაკედონიაში. 20-29 ივლისი, 2018
A ჯგუფი: ბელარუსი, ფარერები, ფინეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ლიტვა
B ჯგუფი: შვეიცარია, იტალია, მაკედონია, უკრაინა, ბრიტანეთი
ჯგუფებში ერთსადაიმავე ადგილზე გასული გუნდები ითმაშებენ ფინალში, საბოლოო კლასიფიკაციისთვის
უძლიერესი 16: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი, ნორვეგია, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ისრაელი
--
ჩელენჯ კაპი 2017-18. კაცები
მეთექვსმეტედფინალი. 18-19, 25-26 ნოემბერი, 2017
შავი ზღვის ბიჭები ბათუმი - ზრინსკი მოსტარი, ბოსნია