საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის ღია ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში არგენტინელ ორასიო ზებალიოსთან 3:6, 3:6 დამარცხდა, შეხვედრა საათსა და 4 წუთს გაგრძელდა.
ნიკას მთელი მატჩის განმავლობაში არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, ხოლო არგენტინელმა 4 შესაძლებლობიდან სამი ბრეიკი შეასრულა. ორასიოს 9 ეისი ჰქოდნა, ხოლო ბასილაშვილს - ორი.
შვედეთის ღია ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 482 060 ევროს შეადგენს.
ბასილაშვილი ძალებს “ჰამბურგის” ტურნირზე მოსინჯავს, რომელიც 24-30 ივლისს გაიმართება.