ფეხბურთი

12:59 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ორი ახალწვეული

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” დღეს ერთბაშად ორ ფეხბურთელს დაიმატებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, “ბებერი სინიორას” რიგებს ლონდონის “არსენალის” მეკარე ვოიცეხ შჩესნი და “მილანის” მცველი მატია დე შილიო შეავსებენ.

ორივეს შემთხვევაში ტრანსფერი გადაწყვეტილია და ტურინში დღეს ელოდებიან. დე შილიოს ტრანსფერი “იუვეს” 12 მილიონი ევრო დაუჯდა, ისევე როგორც შჩესნის. თუმცა, პოლონელის სანაცვლოდ 3 მილიონი ბონუსად დამატება მომავალს წელსაც მოუწევს.

უცნობია დე შილიოს პირადი კონტრაქტი, ხოლო “არსენალის” აწ უკვე ყოფილი მეკარე წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც იტალიური მედია წერს, წელს იგი ჯიჯი ბუფონის დუბლიორი იქნება, ხოლო მისი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ძირითადი მეკარე გახდება.

აღსანიშნავია, რომ შჩესნიმ ბოლო ორი სეზონი “რომას” რიგებში გაატარა იჯარით. დე შილიო კი “მილანის” აღზრდილია და აქამდე სხვა გუნდში არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111204