დონეცკის “შახტარი” უკრაინის პრემიერლიგის ახალ სეზონს დავით ხოჭოლავას გარეშე იწყებს. როგორც “მეშახტეთა” ვებგვერდი იტყობინება, ქართველი ფეხბურთელი “ვორსკლას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში განაცხადში არ იქნება. მეტიც, იგი გუნდს პოლტავაში საერთოდ არ გაჰყოლია.
საინტერესოა, აღნიშნულის მიზეზი უცნობია – “შახტარის” საიტი წერს, რომ ტაისონი, მალიშევი და ხოჭოლავა გუნდს არ გაჰყოლიან. თუმცა ბრაზილიელისა და უკრაინელის შემთხვევაში ნახსენებია, მათ ტრავმები აწუხებთ. აი, დავითის შემთხვევაში მიზეზი უცნობია.
"ვორსკლასა" და "შახტარის" მატჩი 18 ივლისს გაიმართება. სხვათა შორის, პოლტაველთა რიგებშიც ირიცხება ქართველი მცველი - ანდრო გიორგაძე, რომელიც გუნდს ცოტა ხნის წინ მარტვილის "მერანიდან" შეუერთდა.
აქვე გეტყვით, რომ “შახტარმა” სამი დღის წინ უკრაინის სუპერთასი მოიგო კიევის “დინამოსთან” და ხოჭოლავა განაცხადში მაშინაც ვერ მოხვდა...