ჭიდაობა

23:43 | 17.07.2017 | ნანახია 3338 - ჯერ

მსოფლიოს განთესილებში მხოლოდ თავისუფლები მოხვდნენ

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რევოლუციური სიახლის - განთესვის სისტემის დანერგვის იდეა წლეულს, გაზაფხულის ბოლოს, როგორც იქნა, ოფიციალურად დამტკიცდა. ჭიდაობის ხელმძღვანელობის მიერ უმთავრეს შეჯიბრებებად მიჩნეულ ტურნირებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, სპორტსმენებს ქულები დაერიცხათ და საერთო ჯამში, თითოეული წონითი კატეგორიის ოთხ-ოთხ საუკეთესოს მსოფლიოს პირველობაზე განთესვა ერგო.

აქედანვე ცნობილია, რომ პირველ და მეორე ნომრებად განთესილი სპორტსმენები ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან. ისიც გარკვეულია, რომ მეოთხე ნომრები სატურნირო ბადეში პირველი ნომრების მხარეს მოხვდებიან, მესამეები კი მეორეების მხარეს და მათი გზები ერთმანეთს ნახევარფინალში გადაკვეთს.

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიის თანახმად, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის განთესილ ოთხეულებში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი მოხვდა. მათ შორის საუკეთესო პირადი რეიტინგი რა თქმა უნდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აქვს, ოღონდ არა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელშიც ზედიზედ მეორე წელია გამოდის და ევროპის ჩემპიონი ხდება, არამედ 57 კილოგრამში, სადაც მოქმედი ოლიმპიური (2016) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონია. 61-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ევროპული ოქროსთვის მიღებული ქულები ოთხეულში მოსახვედრად არ ეყო.

ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიო ხალიჩაზე მეორე ნომრებად იქნებიან განთესილები, ხოლო ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) – მესამე ნომრად (დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებით), რაც ნიშნავს, რომ ოდიკაძე ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს – ამერიკელ კაილი სნაიდერს ფინალამდე ვერ შეხვდება. პეტრიაშვილს კი ასევე ფინალამდე არ მოუწევს უმთავრეს კონკურენტთან, ოლიმპიურ, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 4-გზის ჩემპიონთან – თურქ ტაჰა აკგულთან დაჭიდება. თუმცა აქვე დავამატებთ, რომ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებს მსოფლიოს განაცხადები ოფიციალურად ჯერ არ შეუვსიათ.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში განთესილ ოთხეულებში ერთი ქართველიც ვერ მოხვდა.

მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატს 21-26 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს.

ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატის განთესვა

თავისუფალი

57 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 45

2 რეი ჰიგუჩი (იაპონია) 40

3 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) 35

4 ჰასან რაჰიმი (ირანი) 35

61 კგ

1 ახმედ ჩაკაევი (რუსეთი) 64

2 ლოგან ჯეფრი შტიბერი (აშშ) 62

3 ბეჰნამ ეშაგ ეჰსანპური (ირანი) 56

4 ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა) 55

65 კგ

1 ბორისლავ ნოვაჩკოვი (ბულგარეთი) 56

2 ზურაბ იაკობიშვილი 50

3 სოსლან რამონოვი (რუსეთი) 46

4 ფრანკლინ გომესი (პუერტო რიკო) 45

70 კგ

1 ჯეიმს მალკოლმ გრინი (აშშ) 58

2 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი) 53

3 მიხაილ სავა (მოლდოვა) 51

4 ნურლან ბეკჟანოვი (ყაზახეთი) 48

74 კგ

1 შონერ დემიტრაში (თურქეთი) 66

2 ბეკზოდ აბდურახმანოვი (უზბეკეთი) 53

3 ზელიმხან ხაჯიევი (საფრანგეთი) 51

4 ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატი (ირანი) 44

86 კგ

1 სელიმ იაშარი (თურქეთი) 65

2 ალირეზა კარიმიმაჩიანი (ირანი) 53

3 პედრო სებალიოს ფუენტესი (ვენესუელა) 49

4 ზბიგნევ ბარანოვსკი (პოლონეთი) 45

97 კგ

1 კაილი ფრედერიკ სნაიდერი (აშშ) 64

2 მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი) 58

3 ელიზბარ ოდიკაძე 58

4 მაგომედ მუსაევი (ყირგიზეთი) 43

125 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი) 72

2 გენო პეტრიაშვილი 58

3 ლევან ბერიანიძე (სომხეთი) 53

4 დანიელ ლიგეტი (უნგრეთი) 49

ბერძნულ-რომაული

59 კგ

1 ისმაელ ბორერო მოლინა (კუბა) 44

2 შინობუ ოტა (იაპონია) 39

3 ელმურატ ტასმურადოვი (უზბეკეთი) 34

4 შტიგ-ანდრე ბერგე (ნორვეგია) 34

66 კგ

1 დავორ შტეფანეკი (სერბეთი) 76

2 ტარეკ აზიზ ბენაისა (ალჟირი) 40

3 მიგრან არუთუნიანი (სომხეთი) 38

4 არტემ სურკოვი (რუსეთი) 35

71 კგ

1 ბალინტ კორპასი (უნგრეთი) 93

2 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი) 75

3 ალექსანდარ მაქსიმოვიჩი (სერბეთი) 74

4 პაველ ლიახი (ბელარუსი) 70

75 კგ

1 რომან ვლასოვი (რუსეთი) 45

2 ბინ იანგი (ჩინეთი) 44

3 მარკ ოვერგაარდ მადსენი (დანია) 40

4 ჰიეონვუ კიმი (სამხრეთ კორეა) 35

80 კგ

1 ასლან ატემი (თურქეთი) 72

2 ედგარ ბაბაიანი (პოლონეთი) 56

3 ჟონიბეკ ოტაბეკოვი (უზბეკეთი) 55

4 რამაზან აბაჩარაევი (რუსეთი) 52

85 კგ

1 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი) 61

2 ნიკოლაი ბაირიაკოვი (ბულგარეთი) 57

3 დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი) 46

4 ჟან ბელენიუკი (უკრაინა) 41

98 კგ

1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი) 71

2 იასმანი დანიელ ლუგო კაბრერა (კუბა) 60

3 ბალას კიში (უნგრეთი) 50

4 ჩენკ ილდემი (თურქეთი) 34

130 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი) 69

2 ოლექსანდრ ჩერნეცკი (უკრაინა) 45

3 მიხაინ ლოპეს ნუნესი (კუბა) 44

4 საბაჰ შარიათი (აზერბაიჯანი) 34


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:53 | 02.09.2017
lampardmurray (26)

დიეგო დარჩა ახლა აკრიფავს ჩელსი

16:49 | 01.09.2017
Torres9 (12692)

ფერგიუსონი რომ დაგაჯ@ამს უღირსად იქცევი ლივერპულის წინაშეო რაღაცას ნიშნავს...არ უნდა გაყიდოს კლოპმა და დაალპოს სკამზე,ნახავთ თუ არ ათამაშდება.
პ.ს. 160 მილიონიანი წინადადება დაბლოკა რამოდენიმე წუთის უკან ლივერპულმა

17:20 | 01.09.2017
RHP (3623)

შანსი არაა რა ლემარი მაინც უნდა ეყიდათ
1)ლემარის დამატება 2)ჩემბოს დამატება 3) კოუს დატოვება
აი ამ სამიდან 2 რო ნაღდია ბავშვმაც იცის იმიტომ რომ მაშინ სისტემა ინგრევა შემტევების და რახან ერთი ვარიანტი უკვე ამოვარდა ანუ ლემარი რა გამოდის? ;დ

16:37 | 01.09.2017
RHP (3623)

ხო კიდე პროვოკატორების დედის გლანდები მოვ**ან მე :****

16:32 | 01.09.2017
RHP (3623)

და ვინმე მორალზე იბაზრებთ და აი კოუტინიოსნაირი გადამგდების მორალი Mო**ან მე 3 თვის წინ გერბთან რომ ზასაობდა
MU***ლ აჩქროლებული ნაშაა და კი მოხვდება კლოპის რომ ჩამოვა უკან

16:13 | 01.09.2017
emigrat77 (1065)

ყველაფერი გააკეთა ლივერმა კოუს შესანარჩუნებლად რაც მისაგები და სასიხარულოც არის ლივერის ბალეშიკებისთვის მარა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, ჩემიაზრით აღარ უნდა გააჩერონ კოუ გუდში და უნდა გაუშVან, არუდა უდოდეს ლვიერს ისეთი იგროკი გუდში რომესლაც წასვლაზე აქვს თVალი და ყური, თან საკმაოდ ბევრ ფულსაც აიღებენ და შეიზლება ზამთარში უფრო მაგრადაც გაზლიერდეს ლივერი კოუტინიოს აღებული თAხით, ლივერპულიც კმაყოფილი დარჩება და ბარსაც

16:29 | 01.09.2017
RHP (3623)

ხო კოუტინიოს თანხით ძაან გავბედნიერდები ჰენრი რო ახალ ფერარის იყიდის
აბა ხალხის საყიდელი ფული ისედაც ქონდათ უბრალოდ სულ 3 კაცით დაინტერესდა კლოპი და მათ შორის არცერთი არ გაყიდა მათმა გუნდმა თავისი ნებით. ერტადერთი კეიტას გამოსასყიდი ქონდა მომავალ წელს და ეგეც იყიდეს
ასე რომ ვისაც გონია რომ ფულია პრობლემა ჯობია თავიანთ იდეებს გაუფრთხილდნენ

16:39 | 01.09.2017
emigrat77 (1065)

ერთია თავისი ბიუჯეტიდან ფულის დახარჯვა და მეორე ფეღბურთელში ახელა თახას რო იღებ და იმას დახარჯავ,
ჩემიაზრით კოუტინიოს წასვლით არაფერი დააკლდება ლივერპულს თუ ფულს დახარჯავს ნორმალურად,
ფაქტია კოუტინიო ისე ლაღათ ვეღარ ითამაშებს ლივერში როგორც აქამდე, თან არც ბალეშიკების სიპატია ექნება უვკე ,

17:17 | 01.09.2017
RHP (3623)

კაი ძმა მაგის გჯერა რომ კოუტინიოს წასვლით არაფერი დააკლდება ლივერს? :დ თუ ჩანს და ვეინალდუმს ან სალაჰს ვერ ჯობია და ეგენი კოუს წასვლას არა დაატყობენ გუნდს ბარემ ისინი გადაიყვანეთ იაფი დაგიჯდებათ ;დ
ვღადაობ რათქმაუნდა რაც არ უნდა ნა**ლი იყოს კოუტინიო დღეს ლივერპულის ლიდერია მანესთან ერთად

16:09 | 01.09.2017
Torres9 (12692)

ლემარი ვერ იყიდეს ასე რომ კოუტინიო არსადაც არ უნდა გაუშვათ...

15:13 | 01.09.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

გაუშვებს დიდი ალბათობით ლივერი კუტინიოს.
შეტევა კარგად ყავს კლოპს დაკომპლექტებული, ასევე ნახევარდაცვაც. თან ჩემბერლენიც იყიდეს.
ამ ყველაფრის ფონზე 150 ლიმონის აღება კუტინიოში, რომელიც რეალურად არ ღირს ამდენი და თან წასვლაც მაგრად უნდა, არ უნდა იყოს ცუდი.

15:01 | 01.09.2017
burusa (2031)

აკი კვირკველია ლესტერშიო?

14:26 | 01.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კოუს რო რჩებოდა მთელი ზაფხული ვიცოდი.ლივერპული აიქსი და მონაკო არ არი ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ბარსა რეალში გაუშვას.საღოლ ამერიკელებს ამაში მაინც.ის ვინ თქვა იქით ზაფხულს მიდისო ეგ არ ვიცი

14:52 | 01.09.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

სუარესი არ გაუშვეს? კოუტინიოც წავა წელს თუ არა შემდეგ წელს

15:03 | 01.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რო გაუშვეს ახლა აღარ გაუშვებენ მეთქი მაგას ვიძახი მეც.მაშინ როჯერსი იყო მწვრთნელი ახლა კლოპია.ხო გყავდათ ნაყიდი კოუტინიო რაის ლივერპულიო აგერ გამოჩნდა

14:52 | 01.09.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

სტერლინგიც სიტიში

14:12 | 01.09.2017
deqstera_best_7 (1964)

აუფ ლივერპულიო და ბარსას გამოსასყიდი რო ჰქონოდა ნეიმარის ტრანსფერში თქვენი აზრით გაყიდიდა?? 220ს უხდიდნენ და სახეს იძრობდა რო არგაეშვათ

16:27 | 01.09.2017
RHP (3623)

ზუსტად ასევე ვიყავი დეხეაზეც მარა აზრი არ აქ სექტანტები ვერაფერს ვერ გაიგებენ
მათი აზრით სამყარო მათ გარშემო ტრიალებს არადა რეალურად ისინი აგერ ჩემს სარზე ტრიალებენ ;დ

14:24 | 01.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

აქ ვერ გააგებინებ მაგას

13:42 | 01.09.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მაგარი ბანძი გუნდი ყოფილა ეს ლივერპული ფეხბურთის თამაშით რო იყო კაი ხანია ვიცი მარა სხვანაირადაც ბანძი გუნდი ყოფილა მარა მაინც მადლობა მასკერანო სუარესისთვიიის

16:25 | 01.09.2017
RHP (3623)

შემო კიდე ლივერის საიტზე ისევ ისე ვიღებთ შენნაირ პროვოკატორებს :*

14:24 | 01.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ეჰ დანებდი კოუტინიოს ტრანსფერზე?დდდ არადა ოფიციური იყო ხო დდდს ელ მუნდოოოო

13:55 | 01.09.2017
geo.ragby (458)

რა ვერ მოგვყიდეს ეს უპატრონო DDDDDDDD

13:41 | 01.09.2017
sabonis (9584)

ესპანეთში 31 აგვისტო 1 სექტემბერს უწევს.DD

13:40 | 01.09.2017
BEERTRANCE (97819)

გაწელენ სერიალი ბოლომდე რა.

13:36 | 01.09.2017
salazar (1835)

გაუშვით რა კოუტინიო გაუშვით თქვენი დედა ვატირე აღარც ფანებს აღარ ევასებათ, აღარც თვითონ უნდა ლივერპულში თამაში, რა აღარ მოიმიზეზა, რომ არ ეთამაშა, დაიკიდა გუნდის ინტერესები და ესენი მაინც არ ყიდიან რა ჩემი ფეხები უნდათ ვერ გავიგე

13:41 | 01.09.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ფეხბურთელი რო დაგიკიდებს ის როგორ არ უნდა გაუშვა წიხლით უნდა გააგდო თან 160 მილიონს რო გიხდიან მითუმეტეს თან მართლა ფანებსაც აღარ ევასებათ, თან დარჩიო და მომავალ წელს გაგიშვებთო ისედაც არ ევასება ბალეშიკს და ეგ რო ეცოდინება რო მომავალ წელს მაინც წავა ხო მთელი სეზონი უნდა უსტვინოს

0.060092
3338