უიმბლდონის დასრულების შემდეგ დღეს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი კვლავინდებურად ბრიტანელი ენდი მარეია. უიმბლდონის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა ორი პოზიციით წინ წაიწია და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც უიმბლდონზე ერთი ეტაპი დასძლია 54-ე ადგილიდან 51-ზე გადავიდა.
გთავაზობთ ATP-ის განახლებულ რეიტინგს 17 ივლისისთვის:
- ენდი მარეი – 7750 ქულა
- რაფაელ ნადალი – 7465
- როჯერ ფედერერი – 6545
- ნოვაკ ჯოკოვიჩი – 6325
- სტანისლას ვავრინკა – 6140
- მარინ ჩილიჩი – 5075
- დომინიკ ტიმი – 4030
- კეი ნიშიკორი – 3740
- მილოშ რაონიჩი – 3310
- გრიგორ დიმიტროი – 3160
51 – ნიკოლო ბასილაშვილი – 886