“მანჩესტერ იუნაიტედმა” არგენტინელ მეკარე სერხიო რომეროს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “წითელი ეშმაკების” ვებგვერდი იტყობინება, სამხრეთამერიკელი კიპერი “ოლდ ტრაფორრდზე” 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.
სერხიო რომერო “მანჩესტერში” დავიდ დე ხეას დუბლიორია. გასულ სეზონში მანკუნიანელთა რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა, უმეტესობა კი ევროპა ლიგაზე.