საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარი “კოლხეთი” გაძლიერებას განაგრძობს. როგორც მეგრული კლუბის ფეისბუქგვერდი იტყობინება, ამიერიდან გუნდს კენიელი ნახევარმცველი ამოს ნონდი შეემატა.
ნონდი 20 წლისაა და აქამდე მშობლიურ “გორ მაიაში” თამაშობდა. კონტრაქტის ხანგრძლივობაზე არაფერი თქმულა.