ჩოგბურთი

16:12 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვინუსმა გამომუშავებული თანხების რაოდენობით შარაპოვას შედეგი გააუმჯობესა

ქალთა თანრიგში უიმბლდონის 2017 წლის ფინალისტმა ვინუს უილიამსმა კარიერაში მოპოვებული საპროზო თანხების ოდენობით მარია შარაპოვას გადაასწრო. ამერიკელს ჯამში 37.9 მილიონი დოლარი დაუგროვდა, ხოლო რუსს 36,574,188 დოლარი აქვს გამომუშავებული. პირველ ადგილზე ვინუსის უმცროსი და სერენაა, რომელიც ამ კომპონენტში უდაო ლიდერია - 84,463,131 დოლარი.

შარაპოვას კარიერაში 35 ტურნირი აქვს მოგებული, აქედან კი 5 დიდ სლემზე იმარჯვა. ვინუსის აქტივში 7 დიდი სლემი და ჯამში 48 ტიტულია, ხოლო სერენა აქაც უდაო ლიდერია 72 ჩემპიონატი მოიგო, უმთავრეს დიდ ტურნირებზე კი პირველობა 23-ჯერ არავის დაუთმო.

0.112922