ფეხბურთი

13:54 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალში სტადიონის კედლის ჩამონგრევას 8 ადამიანი ემსხვერპლა (+VIDEO)

სენეგალში საფეხბურთო სტადიონის კედლის ჩამონგრევას 8 ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე 49 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაკარში "დემპა დიოპის" სტადიონზე ქვეყნის ლიგის თასის ფინალში "სტად დე მბურსა" და "უნიონ სპორტივო ოუაკამს" შორის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. ინფორმაციას BBჩ ავრცელებს.

შეხვედრა 1:1 დასრულდა და დამატებით დროში "სტად დე მბურმა" გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ადგილობრივმა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, გულშემატკივრებს შორის კი ამ დროს უარესი პანიკა დაიწყო, მხარდამჭერები ერთ-ერთ დაბალ კედელზე გადაცოცვას ცდილობდნენ, რათა გაზის ღრუბელი აერიდებინათ, ამ დროს კი კედელი ჩაინგრა. შემთხვევის შემდეგ ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და სახანძროს მანქანები.

თეგებისენეგალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106821