კალათბურთი

21:30 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების მსუბუქი ვარჯიში სლოვენიაში გამგავრებამდე (+VIDEO)

სლოვენიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიურ სასახლეში მსუბუქად ივარჯიშა. ნაკრებში გამოძახებული 19 კალათბურთელიდან დღევანდელ ვარჯიშზე 12 იმყოფებოდა:

გიორგი ცინცაძე, მაიკლ დიქსონი, ოთო ფხაკაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ანატონი ბოისა, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, ბექა ბექაური, გიოგი შარაბიძე და გიორგი შერმადინი.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ნაკრებს სლოვენიაში ჩასვლისთანავე შეუერთდება, ხოლო გოგა ბითაძე - 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ, 24 ივლისს. ევროპული შეკრებიდან 7 გვისტოს დაბრუნებულ ნაკრებს კი ზაზა ფაჩულია თბილისში დახვდება.

დღევანდელ ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა ამაღამ ნაკრებს სლოვენიაში გაჰყვებიან ჩინეთიდან დღეს, გამთენიისას დაბრუნებული საქართველოს „ბ“ ნაკრების წევრები - გიორგი გამყრელიძე, ბესო ლეჟავა, ილია ლონდარიძე და ნოდარ გოგოძე.

დღვანდელი ვარჯიში მსუბუქი გახლდათ - ილიას ზუროსი ნაკლებად ერეოდა სავარჯიშო პროცესში: კალათბურთელებს ძირითადად მისი ასისტენტები აძლევდნენ დავალებებს. იყო მცირე დატვირთვები, ფარში სროლები და რა თქმა უნდა - მოთელვები. ნაკრების ექიმმა, თემურ ხვედელიძემ მოთამაშეთა პულსი საკონტროლოდ კიდევ ერთხელ გადაამოწმა.

ბურთით არ უვარჯიშია ბექა ბურჯანაძეს, რომელმაც მძლეოსნობის მწვრთნელთა დავალებები შეასრულა. ტრავმის შემდეგ ის არაა ბოლომდე გამოჯანმრთელებული და პირველ ეტაპზე, სლოვენიშიც ინდივიდუალურად მოუწევს ვარჯიში.

ვარჯიშისმიწურულს დარბაზში მოვიდა ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც მუხლი აწუხებს და ამ ციკლში ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება. სანიკიძემ თანაგუნდელები მოინახულა და მათ მოსამზადებელი ეტაპის დაწყების წინ წარმატებები უსურვა.

ნაკრების 16 კალათბურთელი და სამწვრთნელო შტაბი სლოვენიაში 16 ივლისს, გამთენიისას, 05:30 საათზე გაემგზავრება.

gbf.ge

0.138348