იაპონიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სინძი კაგავამ "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აზიელი "სერესოდან" გერმანულ გრანდში 2010 წელს გადავიდა. კაგავამ ორ წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, სადაც თამაში არ წაუვიდა და ბუნდესლიგაში 2014 წელს დაბრუნდა. გასულ სამ სეზონში სინძიმ 114 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.